PIXAR XP

ოპერაციული სისტემა PIXAR XP წარმოადგენს Windows XP SP3-ის ბაზაზე აგებულ სისტემას რომელიც შეიცავს ყველა იმ განახლებასა და დამატებას, რაც საჭიროა სისტემის ოპტიმალური მუშაობისათვის.

დისტრიბუტივვში ინტეგრირებულია ოფიციალური SP3 [RUS] პაკეტი და სხვადასხვა KB ბიბლიოთეკის კომპონენტები.

ავტომატიზირებულ მექანიზმში ჩადებულია დრაივერების დიდი კრებული, რომელიც თავისი ლოგიკური მოდულით გააანალიზებს თუ რომელი დრაივერი ჭირდება თქვენს კომპიუტერს და თავისით დააყენებს. აქვე არის კიდევ ერთი მოხერხებული ფუნქციაც: როგორც მოგეხსენებათ დრაივერების მთელი ბაზის გადაქექვა და თქვენი კომპიუტერისათვის შერჩევა გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ თუ თქვენ იცით თქვენს კომპიუტერს კონკრეტულად რომელი დრაივერი მიესადაგება, შეგიძლიათ თავიდანვე აირჩიოთ თოლიებით და შემდგომ ინსტალირების პროცესი შესამჩნევად ხანმოკლე გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა მოცდა მოგიწევთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა იმდენი, რამდენიც საჭიროა ცლკ-სალკე დისკებიდან დრაივერების ინსტალაციისას :)

კრებულის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ გარდა ყველა ოფიციალური განახლებისა ის ინსტალაციისას ავტომატურად აყენებს ბევრ ისეთ დეტალს რაც ჩვეულებრივ ინსტალაციის შემდგომ არის გასაკეთებელი ხელით და საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.

 

უფრო ნათლად რომ გაიგოთ თუ რა დეტალებზე და დამატებებზეა საუბარი, სისტემის წარმოდგენას დავიწყებ სულ თავიდან და ნელ-ნელა ყველაფერს გადავხარშავთ ;)

 

1) დავიწყოთ სულ-სულ თავიდან. (თან ვინც ვინდოუსის გადაყენება არ იცის, ისიც მარტივად შეძლებს ყველაფერს PIXAR XP-ის შემთხვევაში). ინდოუსის გადაყენება იწყება კომპიუტერის გადატვირთვით ისე რომ დისკი ჩადებული უნდა იყოს დისკმდებში. მთელი იდეა იმაშია რომ დისკი არის თვითჩამტვირთი, ანუ თუ თქვენ შეძლებთ მარტივ გრაფიკულ გარსში გააკეთოთ ყველა ოპერაცია. იმისათვის რომ დისკი ჩაიტვირთოს, ბიოსში ჩატვირთვის ობიექტთა სიაში დისკი პირველ ადგეილზე უნდა იყოს, ანუ სანამ რამე მოხდება, ჯერ დისკი წაიკითხოს.

მოცემული სქრინის მიხედვით ვირჩევთ ავტომატური დაყენების რეჟიმს და ველოდებით რამოდენიმე წამი შემდეგ ეტაპს.

---- ---- ----

2) შემდეგ ეტაპზე უკვე უნდა ავირჩიოთ ის დისკი, რომელზეც უნდა ჩაიწეროს ვინდოუსი. სტანდარტულად ეს არის დისკი [ C: ] ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თუ თქვენ ჩაწერთ [ C: ] დისკზე, მაშინ დანარჩენი დისკები ხელშეუხებელი იქნება. ამიტომ ვინდოუსის გადაყენებამდე თუ შესაძლებელია საჭირო დოკუმენტები უნდა შეინახოთ იმ დისკზე, რომელზეც არ წერთ ვინდოუსს [ ძირითადად ეს არის დისკი D: ]

---- ---- ----

3) როგორც კი ამოირჩევთ სასურველ დისკს, სისტემა შეგეკითხებათ თუ როგორი ფაილური სისტემით დააფორმატოს არჩეული განყოფილება. სტანდარტულად სასურველია დააფორმატოთ NTFS სწრაფი მეთოდით. როგორც მოცემულია სურთზე:

---- ---- ----

4) დაფორმატების შემდგომ ავტომატურად წავა დისკის შემოწმება და საინსტალაციო ფაილების ჩაწერა დისკზე. რაც რამოდენიმე წუთს მოითხოვს და შემდგომ მოხდება კომპიუტერის გადატვირთვა. აქ იხილავთ პიქსარის ახალ ბუტსქრინს :)

---- ---- ----

5) და აი თქვენს ყურადღებას მიიპყრობს პატარა სისტემური სიგნალი, რომლიც გამცნობთ რომ დრაივერების დაყენების დრო მოვიდა და 30 წამში თუ არ მომაქცევ ყურადღებას, ჩემით დავიწყებ დრაივერების მოძებნასა და დაყენებასო. ეს მეთოდი ძალიან კარგია, თუმცა თქვენ თუ იცით თქვენი კომპიუტერისათვის საჭირო დრაივერები, მაშინ შეგიძლიათ თოლიებით მიუთითოთ თუ კონკრეტულად რომელი დააყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაყენდება ყველა და შემდგომ არასასურველი ამოიშლება, ეს არაფერ არ ავნებს თქვენს კომპიუტერს, უბრალოდ რამოდენიმე წუთით გაწელავს ინსტალირების პროცესს :)

---- ---- ----

6) როგორც დრაივერების ამოარქივება დამთავრდება პროცესი გადადის შემდეგ ეტაპზე. აქ უკვე ავტომატური პარამეტრების დროა. აქაც გაისმება სისტემური სიგნალი და წავა უკუათვლა 30 წამი. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა თავიდანვე დააინსტალიროთ ქსელის პარამეტრები, კომპიუტერის სახელი სერიული ნომერი და ასე შემდეგ, თუმცა ყველა ეს მონაცემი ავტომატურად უკვე ჩაწერილია და ყველაზე კარგი ვარიანტიარის პირდაპირ დააჭიროთ Сохранить ღილაკს, თუ თქვენ არ დააჭერთ მაშინ 30 წამის შემდეგ ინსტალერი ამას თავისით იზამს და გაგრძელდება ინსტალაცია.

---- ----- -----

7) შემდგომი ეტაპი არის სტანდარტული რეჟიმი 40 წუთიანი ინტერვალით, თუმცა რათქმაუნდა ეს დრო დამოკიდებულია კომპიუტერის სისწრაფეზე. ამ დროის განმავლობაში ავტომატურად დაინსტალირდება მრავალი კომპონენტი და პროგრამა, რომელზეც დაწვრილებით ცოთა ქვევით ვისაუბრებ.

---- ---- ----

8) როდესაც წინა პროცესი მიილევა ინსტალაცია უკვე გადადის სამომხმარებლო პროფილის შექმნაზე. - კი სწორად გამოიცანით, დროა ავირჩიოთ მომხმარებლის სახელი. აქვე შესაძლებელია რამოდენიმე მომხმარებლის ერთდროულად შექმნა.

---- ---- ----

9) ეს ეტაპი ყველაზე უფრო საინტერესო და ამავდროულად ძალიან გაწელილია. საქმე იმაშია რომ იწყება .NET FrameWork 3.5 SP1 პაკეტის ინტეგრაცია. რაც ძალიან იწელება დროში. ვისაც ეს დამოუკიდებლად გაუკეთებია უკვე დაინსტალირებულ ვინდოუსში ის ადვილად მიხვდება რომ ამ ეტაპს ცოტა დაცდა ჭირდება.

შეგახსნებთ, რომ ფრეიმვორქი არის კლასების და ფუნქციების კრებული რომელსაც იყენებენ სხვადასხვა პროგრამები. ამიტომ მათი მუშაობისათვის ეს კომპონენტი აუცილებელია. ასე რომ თქვენ ჯერჯერობით ყველაზე ახალი და დიდი პაკეტი გექნებათ, რაც იმას ნიშნავს რომ Windows ნებისმიერი პროგრამა თქვენთან თავისუფლად იმუშავებს.

ფრეიმვორქის ინტეგრაციის შემდეგ ხდება ვინდოუსის ვიზუალური გაფორმებისათვის კარიბჭის გახსნა - ალბათ ადრე გიცდიათ ჩამოქაჩული თემების დაყენება მაგრამ არ გამოგდიოდათ რაიმე სპეციალური პროგრამების დახმარების გარეშე. საქმე იმაშია რომ ვინდოუსი ერთგვარად ზღუდავს ნებისმიერი თემის დაყენებას, თუ ის მაიკოსოფტის მიერ არ არის სერთიფიცირებული, ანუ ფაქტიურად თქვენ ძალიან პატარა არჩევანი გჩებათ. თუმცა აქაც ინახა გამოსავალი და ერთი პატარა ფაილის დაპატჩვის შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ ნებისმიერი თემის მორგებას თქვენს საყვარელ ოპერაციულ სისტემაზე :)

---- ---- ----

10) ახლა კი უკვე ფანტაზიის დროა - ფრეიმვორქის ინტეგრაციის შემდეგ დისტრიბუტივი მზადაა პროგრამების ჩასაწერად, და ამ დროს გამოდის ყველასათვის ნაცნობი Windows Post Installer [WPI] - რომელშიც თავისუფლად მონიშნავთ თოლიებით საჭირო პროგრამებს და ერთდროულად ყოველგვარი სიძნელეების გარეშე თავისით დააინსტალირებს მათ. ამ ეტაპის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მასზე, თუ რამდენ პროგრამას აირჩევთ საინსტალაციოდ :)

---- ---- ----

11) პროგრამების დაინსტალირების შემდეგ უკვე იწყება [5] ეტაპის დროს ამოარქივებული დრაივერების შერჩევა და ინსტალაცია. ეს საკმაოდ დროს მოითხოვს.

P.S. თუ ინსტალირების პროცესი ჩვეულებრივზე მეტად გაიწელა, ნუ აჩქარდებისთ, საქმე იმაშია რომ თქვენი კომპიუტერის შესაბამის დრაივერის მოძებნას ძალიან დიდი ბაზიდა, გარკვეული დრო დასჭირდა, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გაასწრებთ და დაელოდედ სანამ თავისით გადავა შემდეგ ეტაპზე. დრაივერების დაინსტალირების შემდეგ მოხდება არასაჭირო დრაივერების ამოშლა და დისკის გაწმენდა დროებითი ფაილებისაგან. ამიტომ გირჩევთ დაელოდოთ, ყველაფერი თავისით მოხდება.

---- ---- ----

12) ამის შემდეგ მოხდება სამომხარებლო პარამეტრების დაყენება. აქვე დაჯდება პიქსარის თემა, განახლდება სამუშაო მაგიდის ხატულები, დაინსტალირდება WMP 11 და ა.შ.

---- ---- ----

13) 1-2 წამიც და თქვენი ვინდოუსი მზადაა :) ყოჩაღ, თქვენ თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ [ეს არც ისე რთული იყო] მაშინ თქვენ უკვე გაქვთ ახალი, თანამედროვე და დახვეწილი სისტემა. :)

----- ----- ------ ------

 

ახლა კი მოკლედ იმის შესახებ თუ რა დამატებები და უპირატეოსბები აქვს PIXAR XP-ს

 

1) დამატებულია 1500-ზე მეტი შრიფტი. მათ შორის ქართულები (AcadNusx, BPG...) ყველა ძირითადი.

P.S. თუ თქვენ სასურველ შრიფტს ვერ მიაგენით, მაშინ აშკარად საზოგადოებრივი მაუწყებლის შრიფტი გინდათ :D ბოდიში, თუ არ ვცდები 250 ლარი ღირს თუ მაჩუქებთ აუცილებლად ჩავდებ დისტრიბუტივში :D

---- ---- ----

2) როგორც იცით, ვინდოუსის სტანდარტულ დისტრიბუტივში არ არის დეფაულტად ჩართული ქართული უნიკოდი. ანუ ალბთ გინახავთ რომ ხშირად ქართული შრიფტების მაგივრად გაუგებარი ოთხკუთხედები ჩნდება ხოლმე. ამ პრობლემას მართვის პანელიდან აგვარებენ ხოლმე ერთი პატარა თოლიას ჩასმით:

ქართული უნიკოდის ჩართვა

და აქვე წვალება ბოლომდე იგიჟებს თავს და სისტემა ითხოვს ვინდოუსის დისიკს, რათა გადმოწეროს საჭირო ფაილები იქედან.

სიახლე: როცა თქვენ აყენებთ PIXAR XP-ს ეს თოლია თავიდანვე ინსტალაციისას გააქტიურდება და თვითონვე წამოიღებს საჭირო ფაილებს - ასე, რომ შემდგომისთვის ერთი თავისტკივილი მოხსნილია :)

---- ---- ----

3) მათთვის ვინც Internet Explorer-ს ვერ ელევა, ჩაწერილია მე-7 ვერსია. ხოლო დანარჩენისათვის ყველაზე კარგი ბრაუზერი Mozilla Firefox 3.0 რომელიც ავტომატურად მთავარ ბრაუზერად არის დანიშნული.

---- ---- ----

4) რაც შეეხება ანტივირუსს, აქ უკვე აზრები რადიკალურად განსხვავდება. მე პირადა, KASPERSKY-ს ვანიჟებ უპირატესობას, ვიღაც NOD32-ს და ა. შ. ამიტომ ანტივირუსის ჩამატებისგან თავი შევიკავე, ეს უკვე თქვენზე მომიდია. თუმცა WPI ინსტალერში არჩევანის თავისუფლება მოგეცით. ერთადერთი რაზეც ყველას აზრი შეიძლება გაერთიანდეს, ეს არის პატარა, მაგრამ გადასარევად მუშა პროგრამა, რომელიც იცავს კომპიუტერს ყველასათვის ცნობილი მამალი ვირუსებისაგან - AUTORUN შეტევებისაგან, რომლებსაც ხშირად ყველაზე ძლიერი ანტივირუსებიც კი ვერ აღიქვამენ :)

პროგრამა ავტომატურად ჩამჯდარია სისტემაში, გაკრეკილია და ავტომატურად აღიქვამს ახალი მოწყობილობის მიერთებას. თქვენ ისღა დაგრჩენიათ ჩადოდ დავირუსებული ფლეშკა და ისიამოვნოთ თუ რა კარგად შლის ეს პატარა პროგრამა მამალ ვირუსებს :)

---- ---- ----

5) ალბათ ეს ყველას ყველაზე მეტად გაგიხარდებათ: PIXAR XP-ს ინსტალირებისას ავტომატურად სწორდება საათობრივი სარტყელი:

[ GMT +4 Baku, Tbilisi, Erevan ]

ავტომატურად დაემატება ქართული კლავიატურა ლათინური განლაგებით

---- ---- ----

6) სისტემაში დამატებულია თემები, სამუშაო მაგიდის შპალერები, შეცვლილია ხმები, დამატებულია სხვადასხვა პროგრამები, შეცვლილია პროცესების მენეჯერი და ა.შ.

---- ---- ----

7) შეცვლილია დიალოგური ფანჯრები, ნავიგაციის ღილაკები და ძალიან ბევრი რამ უფრო მოსახერხებელი და ლამაზი გახდა:

გისრუვებთ წარმატებებს ;) ჩვენ ჯერ 1.0 ვერსია ვართ. თქვნი დახმარებით ნელნელა გავიზრდებით და სრულყოფილი გავხდებით. დახმარებისათვის საკმარისია შემოგვთავაზოთ თქვენი იდეები, რას შეცვლიდით და რას დაამატებდით.

ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ შემდგომ ვერსიაში :)

---- ---- ---- ----

 

 

poster

ტექნიკური მონაცემები:

 

სახელი: pixar_xp.iso

ზომა: 4,33 GB

MD5: 271CAB7251D0FEF7C2FF4F99E94FEE48

ტიპი: MultiBootable

 

პროექტის ავტორი და შემქმნელი: ზურა ჯიჯავაძე